ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულოს შენობის რეაბილიტაციისთვის 100 ათასზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შენობის სრული რეაბილიტაცია.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 15-18 ივლისს იწარმოებს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.