გარდაბნის მერიის მიმდებარედ, ივერიის ქუჩაზე დანაგვიანებული სანიაღვრე არხი მუნიციპალიტეტის მერიამ მას შემდეგ დაასუფთავა, რაც საკითხით ჩვენი რედაქცია დაინტერესდა.
თუმცა დასუფთავებიდან ერთი სრული დღეც კი არ გასულა, რაც არხში პლასტიკის ნარჩენები კვლავ გაჩნდა.
რა გეგმა აქვს მერიას დაბინძურების აღკვეთისათვის? გეგმავს თუ არა ნაგვის ურნების დამატებას ან სამეთვალყურეო კამერების განთავსებას? კითხვით მერიას მივმართეთ. უწყებაში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ.