ახალციხის სოფელ ყულალისში საბავშო ატრაქციონების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ახალციხის მერია 25 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში ატრაქციონებისთვის ადგილი მოაწესრიგოს და საბავშვო გასართობი ატრაქციონებით, ნაგვის ურნებით და სკამებით აღჭურვოს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყოფა. წინადადებების მიღება 13-16 აგვისტოს იწარმოებს.