ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლი ბოლაჯურის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ადიგენის მერია 200 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, გზის 575 მ. რეაბილიტაცია იგეგმება. შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
სატენდერო დოკუმენტაციების მიღება 28-31 აგვისტოს იწარმოებს.