“7 სოფლიდან განსაკუთრებით 4 სოფელი: ჩორჩანი, დიდი სმადა, გორგული და იმერთუბანი დაზარალდა, სადაც ჯერ კიდევ არ იყო აღებული ხორბლის მოსავალი,”-გვეუბნება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე სეტყვის შედეგებზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტში გუშინ ძლიერმა სეტყვამ 7 სოფელი დააზარალა. სეტყვის შედეგად მოსახლეობას ხეხილი და ბოსტნეული გაუნადგურა, დაუზიანა ავტომანქანები და სახლის სახურავები. ძლიერი სეტყვა მუნიციპალიტეტში წელს მესამედ იყო.
გოჩა ქიმაძის თქმით, მიწის ზემოთ ყველაფერი გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ის მოსავალი რაც მიწაშია. მისივე თქმით, მერიაში უკვე შედის განაცხადები დაზიანებული სახურავების შესახებ, რომელიც კომისიური წესით იქნება განხილული.
მერის თქმით, მიყენებული ზიანის დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.