Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

მლნ. 300 000-ზე მეტი, 6 კორპუსის ეზოს რეაბილიტაციისთვის – ტენდერი ადიგენში

August 25, 2023

დაბა ადიგენში არსებული ექვსი საცხოვრებელი კორპუსის ეზოების რეაბილიტაციისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია მილიონ 300 ათასზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ბალახაშვილის, ერისთავის, ჭავჭავაძის, ზაზაშვილის, გიგოლაშვილის და წერეთლის ქუჩებზე არსებული კორპუსის ეზოების რეაბილიტაცია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღეში უნდა შეასრულოს. წინადადებების მიღება 8-13 სექტემბერს იწარმოებს.