ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ახალციხის მერია 40 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 126 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია და სარწყავი არხების მოწყობა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 5-8 სექტემბერს იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.