სჯსუ მიმდინარე წელს 369 ახალი სტუდენტით დაიწყებს

September 4, 2023

სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წელს 369 ახალი სტუდენტით დაიწყებს. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ახალკაცი გვეუბნება, ახალ სასწავლო წელს, საბაკალავრო პროგრამაზე 307 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე – 62 (32 ახალციხეში, 30 ახალქალაქში)

რაც შეეხება სხვა ფაკულტეტებს. ახალკაცის თქმით სტუდენტების ყველაზე მეტი რაოდენობა, 91 საჯარო მმართველობის სპეციალობაზე ჩაირიცხა.

სამართლის სპეციალობაზე – 31
ქართულ ფილოლოგიაზე – 22
ისტორიაზე – 27
ინგლისურ ფილოლოგიაზე – 36
დაწყებით განათლებაზე – 34


ბიზნეს ადმინისტრირებაზე – 8
ეკონომიკაზე – 6

ინფორმატიკაზე – 29
აგრონომიაზე – 10
ეკოლოგიაზე – 16
ვეტერინარიაზე – 5

აქვე გეტყვით, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს იწყება.