ირმები, შვლები, დათვები ბელებით, ადიგენში, ფერსათის მთის მიმდებარედ – რა ისტორიები აქვთ ადიგენში მცხოვრებ მოსახლეობას და სად შეხვდნენ ისინი სხვადასხვა გარეულ ცხოველს. ამ ისტორიების მოსმენა ასოციაცია ტოლერანტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეგეძლოთ, სადაც აფიეთში, ღორთუბანში, საირმეში, არზნეში, მლაშეში, ზედუბანში, კეხოვანში, ჭელაში, ჭეჭლაში და ფლატეში მცხოვრებლებმა, ველურ ბუნებასთან და ცხოველებთან დაკავშირებული თავს გადამხდარი ისტორიები გაიხსენეს და სავარაუდო ლოკაცია რუკაზე მონიშნეს. ყველაზე საინტერესო ისტორიის მქონე პირებს კი ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, ადგილობრივების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გეგმავენ ადიგენის ტყეში ცხოველების გადაადგილების ტრაექტორიები და ბილიკები მონიშნონ. მისივე თქმით, მეორე ეტაპზე იგეგმება მცირე საგრანტო კონკურსის გამოცხადება, თემაზე თუ როგორ შეიძლება მოსახალეობა იყოს ჩართული ბუნების და ცხოველების დაცვის პროცესში.
პროექტს ასოციაცია ტოლერანტი “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.