Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაპირისპირების დაწყების შესახებ განაცხადეს

September 19, 2023

​”აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო,” – აცხადებს სომხეთის საგარეო უწყება.

“აზერბაიჯანმა ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო,” – განაცხადა აზერბაიჯანის მხარემ.

დღეს, ყარაბაღში, სტეფანაკერტში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, რუბენ ვარდანიანმა განაცხადა. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

სომხეთის მხარე მომხდარს, “აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიად” აფასებს, ხოლო აზერბაიჯანის მხარე თვლის, რომ “ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო”.

“აზერბაიჯანი ხელმძღვანელობს დაუსჯელობის გრძნობით, აზერბაიჯანმა ღიად აიღო პასუხისმგებლობა აგრესიაზე,” – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად,” – ნათქვამია აზერბაიჯანის მხარის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.