თუ გაქვს ახალგაზრდული ორგანიზაცია ან ხართ საინიციატივო ჯგუფი და გსურთ თქვენი რეგიონის განვითარების “ჭაპანი ზიდოთ” მაშინ ეს ნიუსი შენთვისაა.
ასოციაცია “ტოლერანტი” სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა) მომუშავე ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობას აძლევს თემში არსებული პრობლემების შესახებ ადვოკატირება დაიწყონ, რომლისთვისაც საგრანტო კონკურსია გამოცხადებული.
სარეგისტრაციო ფორმა:
პროექტის, „ადვოკატირების კამპანიების მხარდაჭერა თემის განვითარებისათვის“ მიზანია ადგილობრივ თემებში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევა ადვოკატირების გზით.
საგრანტო იდეების მიღება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. შემდგომში, შერჩეულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ და წარადგინონ სრული საპროექტო განაცხადი 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
გამარჯვების შემთვევაში საგრანტო თანხა 250-300 ინგლისურ ფუნტს შეადგენს.
ახალგაზრდული ორგანიზაციები ან/და საინიციატივო ჯგუფები ადვოკატირების კამპანიებს დაიწყებენ 1 ნოემბრიდან. გრანტების განხორციელების ვადაა 2 თვე.
განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია 27 სექტემბერს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის მსურველებმა 25 სექტემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე: https://forms.gle/KSZBomNhPKtS5G1FA
ასევე დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: asociacia.toleranti@gmail.com.
კონკურსი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდული ინოვაციები თემში წარმატებული ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით.