სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით, 10 000-30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.
თარიღთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ახალციხეში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება – ყოველთვიურად გაიცემა 11 პირზე, ასევე 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით აღნიშნულ პირებს ერიცხებათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.