“კოხტა მედიათეკაში” ფილმის “მე გადავცურე ენგურის” ჩვენება გაიმართა
ჩვენებას ესწრებოდა ფილმის რეჟისორი ანუნა ბუკია
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ისტორიას. ის იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა ოთხი წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა.
ბარიერი კი, ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია.