ახალციხეში, რაბათის სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ახალციხის მერია 200 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამისათვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, არხი, რომლის რეაბილიტაციასაც გეგმავენ, წარმოადგენს ღია სივრცეს, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს კანალიზაციის სუნი და ექმნება დისკომფორტი.
პროექტით გათვალისწინებულია არხის დახურული წესით მოწყობა და მიერთება უკვე არსებულ ქსელთან.
წინადადებების მიღება 26-31 ოქტომბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეა.