ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 40 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სათავე გამბიონის და 250 მეტრიანი რკინა-ბეტონის არხის მოწყობა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყოფა.
წინადადებების მიღება, 21-24 ოქტომბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეა.