ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, მომხდარზე მათთან გამოძახება არ ყოფილა.
სსკ-ს ცნობით, ქმედება ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.