წალკაში, სოფელ ბედიანში 53 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის ცნობით, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ, იმ მოტივით, რომ ბრალდებული თითქოსდა თავს იცავდა.
საპირისპიროს ეუბნება სოფელ ბედიანის ყოფილი რწმუნებული ჩვენს რედაქციას. ზვიად ხაფავა გამორიცხავს ადვოკატის ვერსიას. ამბობს, რომ გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს ქუჩაში, მახლობლად მცხოვრებელებს კი დაპირისპირების და ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა, ბრალდებული პირი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სატელეფონო ხაზზეა: ბედიანში მცხოვრები – ზვიად ხაფავა
შემთხვევა 1 დეკემბერს, ღამით მოხდა. შსს-მ საქმე სსკ-ს 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ საქართველოს პროკურატურას დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ გარდა გავრცელებულისა, ისინი დამატებით ცნობებს არ გასცემენ.