ეთნიკურ უმცირესობებში სიღარიბე, დაუცველობა, ემიგრაციაში წასვლის სურვილი – NDI-ს კვლევა

December 11, 2023

საქართველოში გამოკითხულთა 30 % თავს დაუცველად გრძნობს.

ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში თავს დაუცველად სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გრძნობენ, – ამის შესახებ კვლევას NDI აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით,ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ხოლო, ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, ემიგრაციაში წასვლის სურვილი ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებში და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

გარდა ამისა, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

“ეთნიკური უმცირესობების დასახლების მეოთხედი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა,” – ნათქვამია კვლევაში.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

“10 წლის წინ ვერ წარმოიდგენდი რომ აზერბაიჯანული ოჯახიდან ქალი წასულიყო სამუშაოდ ოჯახისთვის, მაგრამ დღეს ეს ნორმა არის,” – აქტივისტი მარნეულიდან, სამირა ბაირამოვა.

კვლევა ჩატარებულია 12 ოქტომბერი – 4 ნოემბრის პერიოდში. სულ ჩატარდა 2 068 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ