ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე, თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაშ ჩაკეტილი იყო.