ახალციხეში მეორე დღეა თოვს, მოსახლეობა უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე გართულებულ გადაადგილებაზე მიუთითებს, მათ შორის რაბათის დასახლებაში, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე.
იწმინდება თუ არა გზები და იყრება თუ არა ტექნიკური მარილი? – კითხვით ახალციხის მერიას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს: “ამ წუთებშიც მუშაობს ტრანსპორტი ქალაქში და ყრის მარილს, მათ შორის რაბათში. ასევე, სოფლებშიც გასულია ტექნიკა გზების გასაწმენდად.”
აქვე გეტყვით, რომ ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, აწყური-ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
ასევე, მხოლოდ მსუბუქი ავრტოტრანსპორტისთვის გადაადგილებაა შესაძლებელი ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე. მიზეზი, თოვა და ლიპყინულისა.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია.