“ჩამორჩენილები ვართ ცივილიზაციას,”
“ქალაქ წალკაში რომ ჩავიდეთ 60 ლარს ვიხდით,”
წალკის სოფელ ლივადში მცხოვრებლები TOK TV-სთან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობენ
ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
განახლება: 29.01.2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლივადში TOK TV-ის გადამღები ჯგუფი, მოსახლეობის თხოვნით იმყოფებოდა. ლივადელები გაუმართავ მობილური კავშირზე წუხან. მათი თქმით, ინტერნეტის გამოსაყენებლად მეზობელ სოფელში უწევთ სიარული.
ჩვენი რედაქცია კომპანია “სელფს” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს
“ნამდვილად საჭიროებს კავშირის ხარისხი გაუმჯობესებას. ტექნიკური სამუშაოების გატარება წლის მეორე ნახევარში იგეგმება.“