ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ორი მეორადი ტრაქტორის ყიდვას აპირებს. ტენდერები ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ერთი ტრაქტორისთვის 60 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო მეორესთვის – 45 000.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტრაქტორები უნდა იყოს “ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო” .
ორივე სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 24-26 თებერვალს იწარმოებს. კონკურსში გამარჯვებულმა ტრაქტორები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა მიაწოდოს.