ავტორი: მიშო დარბაიძე – 577 681889
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ითამაშებს, – ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველო საბერძნეთის გუნდს დაუპირისპირდა და 2:4 ანგარიშით დაამარცხა.
მატჩი, გუშინ “დინამო არენაზე” გაიმართა. ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო ქართველებმა ბერძნების კარში 4 გოლი პენალტების სერიაში გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
რა მოხდება ახლა?
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გერმანიის ქალაქებში: ბერლინში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, კიოლნში, ლაიფციგში, მიუნხენში და შტუტგარტში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.
ფინალურ ნაწილში საქართველოსთან ერთად ჯგუფში, პორტუგალიის, ჩეხეთის და თურქეთის საფეხბურთო გუნდები იქნება.
საქართველო პირველ მატჩს, 18 ივნისს, დორტმუნდში “ვესტფალენშტადიონზე” გამართავს და თურქეთის გუნდს დაუპირისპირდება.
რა არის ევრო 2024
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი (ევრო 2024) უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატია ევროპის ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის.
მიმდინარე წელს, ტურნირზე ჩატარდება 51 შეხვედრა, ხოლო ფინალი 2024 წლის 14 ივლისს გაიმართება.