ახალციხიდან თბილისში ხალხის ნაწილი ახალციხის მერიის მიერ გასულ წელს ნაყიდი ავტობუსებით გაემგზავრა. მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, რომ ტრანსპორტი ოცნებამ მერიისგან იქირავა. ვკითხეთ რამდენი გადაუხადა პარტიამ მერიას? თუმცა Ამ კითხვაზე უკვე აღარ გვიპასუხა. გამჭვირვალობის საბაბით ინიცირებული კანონის ავტორი პარტიის წევრმა ფულზე საუბარი არ ისურვა, თქვა რომ ხარჯებს დამატებითი პროცედურების შედეგად გავიგებდით.
დღეს, “ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციას ახალციხიდან შეუერთდნენ
პარტიამ ავტობუსები მერიისგან იქირავა, რა ფასად? – ჯერ უცნობია
სად (არ) მიდიან და რატომ უერთდებიან ისინი კონტრაქციას
როგორია მუნიციპალიტეტის ჩართულობა
გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან
სად მიდიოდნენ ახალციხელები იმ ტრანსპორტით, რომლის საბოლოო დანიშნულება ახალციხის რომელიმე სოფლის ნაცვლად თბილისი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო? – მოსახლეობის ნაწილის ვერსიით ზოგი დაბადების დღეზე მიდიოდა, ზოგი ნათესავთან, ზოგი ქორწილში, ზოგი სიდედრთან და ზოგიც სამძიმარზე.
ზოგი ჩვენს კითხვას პასუხს საერთოდ არ სცემდა, ზოგიც მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვას იჩემებდა. თუმცა ვისგან? ეს უკვე ზედმეტი კითხვა იყო.
პარტიის აქციას შეუერთდა ახალციხის მერიც, თუმცა ეს ალბათ უთქმელადაც ცხადი იქნებოდა. ირაკლი ლაზარაშვილი, ხომ იმ მერთაგანია, რომელიც რუსულ კანონად შერაცხული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ, პარტიის შექმნილ ყველა ინფორმაციას უსიტყვოდ და საჯაროდ აზიარებს.
ამ ფონზე პარტიის და მერიის შესაძლო კოოპერაციაზე და პარტიისთვის ხალხის მობილიზებაში მერიის წარმომადგენლების ჩართულობაზე ვკითხეთ, მერიის წარმომადგენელს, გიორგი თედორაძეს.
TOK TV შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა გატეხა და “რუსული კანონი” რომელიც გასულ წელს მოქალაქეთა უპრეცედენტო პროტესტის გამო უკან გაიწვიეს კვლავ დაარეგისტრირა და პირველივე მოსმენაზე, 83-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. მას შემდეგ თბილისში ყოველდღიური საპროტესტო აქციები იმართება.
დღეს დილიდან კომიტეტის სხდომაზე “რუსული კანონი” მეორე მოსმენით განიხილეს. განხილვის დროს ანრი ოხანაშვილმა საკომიტეტო სხდომის დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა. Ოხანაშვილმა ასევე გააძევა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ნათია კუპრაშვილი, TOK TV-ს დამფუძნებელი. Ამ შეკითხვის გამო
და ბოლოს, კიდევ ერთხელ:
“სად მიდიხართ? – სატირალში”
#არა_რუსულ_კანონს