მედიების ჟურნალისტური მასალების სათაურებზე ნაწყენი ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, ” რუსული კანონის” შესახებ ჩვენს შეკითხვებს შეკითხვებითვე პასუხობს.
საუბარია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რა დროსაც ტაბატაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, შემდეგი მოტივით ციტატა: “რუსული კანონის მხარდამჭერები, ევროპულ გრანტს უჭერენო მხარსო, ასეთი სათაურით ვნახე, საწყენია, რატომ ვართ რუსული კანონის მხარდამჭერები?”
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ “ქართული ოცნებიდან” ღონისძიების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს არგუმენტების მოყვანა სთხოვა, თუ რატომ მიაჩნდათ კანონი “რუსულად”.
ჩვენს კითხვას, იცის თუ არა ორი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელი ქვეყნების კანონია მოყვანილი, რომელიც “ოცნების” მტკიცებით ინიცირებული კანონპროექტის მსგავსია? – არ პასუხობს.