“იქნებ ვიასპარეზოთ საქართველოს მასშტაბით” – ახალციხეში ახალგაზრდები ფრენბურთის მოედნის მოწყობის საჭიროებაზე საუბრობენ
ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი
ბარბარე, ლუკა და ნატალი ახალციხეში, ე.წ ლტოლვილების დასახლების მიმდებარედ მინდორზე შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ მსგავსი ღია სივრცე ხელსაყრელია იმათთვის, რომ ფრენბურთის მოედანი მოაწყონ.
ამ ეტაპზე ქალაქ ახალციხეში ფრენბურთის მოედანი არ აქვთ. ამ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები ან ფეხბურთის მოედანზე, ან მინდორზე თამაშობენ. მუნიციპალიტეტში არ არის მწვრთნელი და არ ფუნქციონირებს ფრენბურთის შემსწავლელი კლუბი.
რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას და აპირებენ თუ არა ახალგაზრდების ინიციატივის გათვალისწინებას და მოედნის მოწყობას? -კითხვებით მერიას დავუკავშირდით. უწყებაში გვითხრეს, რომ გეგმავენ ახალციხეში არსებული სპორტსკოლის რეაბილიტაციას, სადაც მოაწყობენ ფრენბურთის მოედანს. კონკრეტული თარიღები ამ დროისთვის უცნობია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ფრენბურთის განვითარება რეგიონებში და ამ სპორტის პოპულარიზაცია? – გვესაუბრება საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თამარ გიორგობიანი.
სანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ახალგაზრდებმა ფრენბურთის სათამაშოდ მოედნის იმიტაცია გააკეთეს, მათ ჩვენს შევუერთდით და ფრენბურთიც ვითამაშეთ: