რიგით მეშვიდე ცვლილება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში. დღეს საკრებულომ 132 000 ლარი მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდასაჭერად გამოყო, – გადაწყვეტილება დღეს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გელა ლომიძე გვეუბნება, თანხა, მიმართვის საფუძველზე, ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყეს.
საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილმა 42 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელებმა – 55 მილიონამდე.