მიმდინარე წელს, ახალციხის მერმა, მრჩეველთა საბჭოს სხდომა ორჯერ გამართა (წყარო: ახალციხის მერია) თუმცა მედიისთვის არცერთი შეხვედრის თაობაზე არ უცნობებიათ.
მერი, ირაკლი ლაზარაშვილი დარჩენილ (საბჭო რამდენიმე წევრმა დატოვა) მრჩევლებს გუშინაც შეხვდა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი მისი დასრულების შემდეგ გახდა, როდესაც მერიის გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნეს.
პრაქტიკა გასულ წელს განსხვავებული იყო, ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს ყველა შეხვედრის შესახებ გვატყობინებდნენ. რას უკავშირდება წლევანდელი გადაწყვეტილება? – კითხვით ახალციხის მერიას დავუკავშირდით. მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
ხედავენ თუ არა ამაში პრობლემას მრჩეველთა საბჭოს წევრები?- დავუკავშირდით ერთ-ერთ წევრს, ნუგზარი თათეშვილს, მან ჩვენს კითხვას არ უპასუხა და თქვა, რომ მიზეზი თუ რატომ არ შეგვატყობინა მერიამ საკუთრივ მუნიციპალურ ორგანოში უნდა მოგვეკითხა.
რაც შეეხება მერის, იგივე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეკრების ვადებს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტს დარღვეული აქვს, რადგან “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 86-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მრჩეველთა საბჭო ვალდებულია შეიკრიბოს კვარტალურად არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
იხილეთ ფოტო კოდექსიდან:
წესით ახალციხის მერი მრჩევლებს აქამდე არა ორჯერ არამედ სამჯერ მაინც უნდა შეხვედროდა, – რა გახდა ამისი მიზეზი ? მერიდან ამ ინფორმაციის მიღებასაც ველოებით.
აქვე გეტყვით, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ე.წ “რუსული კანონი” დააინიციირა და მიიღო, ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო რამდენიმე წევრმა დატოვა.