25-ჯერ ნახსენები “დიფ სთეითი”, 12-ჯერ ნახსენები “გლობალური ომის პარტია” და ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის კრიტიკა – “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, სადაც სხვადასხვა შეფასებით, “ქართული ოცნება” ყველაფრის ახსნას, შეთქმულების თეორიებით ცდილობს.
ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ინიციირებული “მეგობარი აქტის” ავტორია. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ უილსონი “დიფ სთეითის” ყველაზე მძიმე გამოვლინებაა.
პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება იმეორებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ამ დრომდე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს „გლობალურ ომის პარტიასა“ და „დიპ სტეიტზე“.