არალში ძაღლმა ქალი დაკბინა, სოფელში მიუსაფარი ცხოველების მომრავლებაზე საუბრობენ

April 23, 2025

ფოტო გადაღებულია ახალციხის მუნიციპალიტეტში

ადიგენის სოფელ არალში, მიუსაფარი ცხოველების მომრავლებაზე საუბრობენ. ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით, რომელსაც მერიაშიც გვიდასტურებენ, რამდენიმე დღის წინ ძაღლმა ერთი ქალი დაკბინა.

მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების საკითხზე ჩვენს რედაქციას რამდენიმე ადგილობრივი დაუკავშირდა და საკითხით დაინტერესება სთხოვა. 

რამდენად ხდება ადიგენის მუნიციპალიტეტში ძაღლების სტერილიზაცია და რა უნდა მოიმოქმედოს მოქალაქემ, როდესაც მათ სოფელში აგრესიული ძაღლები არიან – კითხვებით ადიგენის  მერიას დავუკავშირდით. 

უწყებაში გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში “მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს ფორმა 100 რომლის საფუძველზეც, ატყობინებენ შესაბამის უწყებებს აგრესიული ძაღლების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძაღლის გადაყვანასა და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების გატარებაზე.

ამავე წყაროს ცნობით, ინფორმირებულია დაკბენილი პირიც, თუმცა. მას ამ დრომდე ფორმა 100 მერიაში არ წარუდგენია. ჩვენი რედაქცია ცდილობს გაარკვიოს თუ რა მიზეზით არ წარადგინა ან/და როდის უნდა წარადგინოს ფორმა 100 დაზარალებულმა

მერიაში გვეუბნებიან, რომ ყოველწლიურად ახორციელებენ ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც წელს, მაისის თვეში იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება.

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ

სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარი ცხოველების მომრავლების და ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსებული და შემდეგ შეჩერებული ინტერნმუნიციპალური ცხოველების თავშესაფრის შესახებ ჩვენი რედაქცია წლებია წერს, რომლის შესახებაც ვრცლად ნახეთ:

ვის ევალება მიუსაფარი ცხოველების მოვლა?

როცა ადამიანი კლავს ძაღლს/ როცა ძაღლი კბენს ადამიანს

რა ბედი ელით მიუსაფარ ცხოველებს ახალციხეში

3 000-მდე ლარი ძაღლების სტერილიზაციისთვის – ახალციხე

ბორჯომში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენება იგეგმება

მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადებული და არ შემდგარი ტენდერი – ადიგენი

რა ბედი ეწევა 9 ლეკვს დედასთან ერთად – ადიგენი

ახალციხეში უსახლკარო ძაღლმა დედა და შვილი დაკბინა