350 000-ზე მეტი ლარი დაუჯდება ცენტრალურ ბიუჯეტს 26 მაისს, ახალციხეში ღონისძიების ჩატარება.
“დაცული ტერიტორიების სააგენტომ” შპს “ვანილა ივენთს” გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულება უკვე გაუფორმა.
ეს კომპანიისთვის 193-ე გამარტივებული შესყიდვაა (წყარო TI)
რაში ხარჯავს უწყება ფულს?
ხელშეკრულების მიხედვით, 50 000-მდე ლარს (46 874) მოწვეულ მომღერლებს გადაუხდიან, ხოლო ადგილობრივ ანსამბლ “მესხეთს”, რომელიც საქართველოს ჰიმნს შეასრულებს 0 ლარს.
კონკრეტულად რამდენ სიმღერას იმღერებენ ან როგორ გადანაწილდება თანხა ზაზა მარჯანიშვილზე და “ნალი” ბენდზე; მაია ბარათაშვილზე და ჯაზ ტრიოზე; მარიკო ებრალიძეზე; ანა უზნაძეზე, თემო საჯაიაზე და ტრიო ” ბალადაზე” მითითებული არ არის.


გარდა ამისა, დოკუმენტების მიხედვით, საინფორმაციო სივრცეებისთვის და სტენდებისთვის 82 000 ლარი დაიხარჯება.
50 000-მდე ლარია გათვალისწინებული საბავშვო სივრცეების მოწყობისთვის და აქტივობებისთვის.
სცენის გადახურვისთვის და განათებისთვის 22 000-მდე ლარი დაიხარჯება
დანარჩენი თანხაში გადანაწილებულია სხვადასხვა აქტივობები, ტერიტორიის მოწესრიგება, კვება და სხვა ლოჯისტიკური ხარჯები.
რა პრინციპით გადაწყდა ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება კომპანიასთან, რატომ არ გამოაცხადეს ელექტრონული ტენდერი და რა პრინციპით შეარჩიეს კომპანია? – სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ მოიკითხავენ.
კომპანიის შესახებ
შპს “ვანილა ივენთი” 2010 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი, თინათინ ნიჟარაძეა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ტენდერების მონიტორის გვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიამ მისი არსებობის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან 190-ზე მეტი გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომლის ჯამური თანხა 12 მილიონს აჭარბებს.
პარტიის დირექტორმა, 2012 წელს, 60 000 ლარი შესწირა პარტიას “საქართველო არ იყიდება”.
რა პრინციპით შეარჩიეს კომპანია? – ინფორმაციის მიღებას ველოდებით როგორც “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციიდან, ასევე – კომპანიისგან.
რა ღონისძიებები ჩატარდება ახალციხეში 26 მაისს, ნახეთ სტატია: ვინ იმღერებს და რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს ახალციხეში
ამავე თემაზე: 26 000-ზე მეტი ლარი ლინდა ადამიანს და 1/4-ს ადიგენში კონცერტისთვის
“ქუჩის მუსიკოსები”, “ფორტე”, თიკა ჯამბურია, ირინა ბაირამაშვილი – 26 მაისის ღონისძიება ახალქალაქში