Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

რას ამბობს ახალციხის მერი საარჩევნო ცვლილებებზე და რა არის რეალურად

June 27, 2025

“ალბათ ტექნოლოგიურად ხდება შემოწმება” –  გვეუბნება ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დამკვირვებელს უზღუდავს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნას, მათ შორის გამორთმევას და ფოტოს გადაღებას.

“სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 3 აპრილს, “ცესკოს” მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არსებითად ზღუდავს საარჩევნო პროცესის ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობას მით უფრო, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა არაერთი დარღვევა: არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, სხვის ნაცვლად ან/და მრავალჯერადი ხმის მიცემა.

ცვლილებები ზღუდავს: 

  • ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნას, მათ შორის, გამორთმევას; 
  • ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღებას ან სხვაგვარი დამუშავებას;
  • კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებას.