გამომცემლობები ქართული ონლაინ მედიების მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე 10 გამომცემლობა აცხადებს, რომ 14-16 ნოემბერს, თბილისის წიგნის დღეებზე, გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილს, დამოუკიდებელ მედიებს გადაურიცხავენ.
დამოუკიდებელი მედიების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული გამომცემლობები არიან: მატარებელი, ბაკურ სულაკაური, ინტელექტი, მედუზა, წიგნები ვაკეში, პალიტრა L, ზიარი, ალონი, მოუბარი, დიოგენე.
ქვეყანაში შექმნილი რეპრესიული კანონმდებლობის გამო უკვე რამდენიმე თვეა დამოუკიდებელი მედიის ნაწილს კრიტიკულ პირობებში უწევს მუშაობა. არიან ისეთებიც, რომლებმაც საქმიანობა ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტეს.
ანტიდემოკრატიული პირობების დასაძლევად, რამდენიმე ინიციატივა შეიქმნა. მათგან ერთ-ერთი მედიის მხარდამჭერი კამპანიაა, სახელწოდებით “სინათლე არ უნდა ჩაქრეს”. კამპანიის ფარგლებში 22 ონლაინ მედია გაერთიანდა, მათ შორისაა ჩვენი მედიაც.
კამპანიის ფარგლებში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.
ზემოხსენებული გამომცემლობები, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ეხმარებიან ონლაინ მედიას.
თუ თქვენც გაქვთ სურვილი წვლილი შეიტანოთ ონლაინ მედიების მხარდაჭერაში, ესტუმრეთ საიტს: https://sinatle.media/ ან გადარიცხეთ სასურველი თანხა მითითებულ ანგარიშებზე:
#GE76TB7548536080100013
#GE70BG0000000609775306