წალკის  ხუთ სოფელში წყლის სისტემების რეაბილიტაციის იგეგმება

February 17, 2026

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბურში, ხაჩკოვში, აშკალაში, გოდაკლარში და ბარეთში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაციის იგეგმება. მერიამ ამისათვის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე შეისყიდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვე გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, მერიამ ტენდერი 81 000 ლარზე გამოაცხადა, მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. ტენდერში  შპს “საპროექტო ჯგუფმა” გაიმარჯვა და სამუშაოების შესრულებისთვის წალკის მერიას 36 450 ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც ამ კომპანიას გაუფორმეს.

როდის გამოაცხადებენ ტენდერს დოკუმენტის საფუძველზე? – წალკის მერიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.