არალთან მომხდარი ავარიის საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში გვიდასტურებენ.
გუშინ, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილმა, არალთან მომხდარი ავარიის საქმეზე პრკურატურის ბრალდება არ გაიზიარა და დაკავებული სატვირთოს მძღოლი უდანაშაულოდ სცნო.
საქმე ეხება 2025 წლის 8 სექტემბერს მომხდარ ავარიას რა დროსაც ადიგენის სოფელ არალთან, ახალციხიდან მომავალი მიკროავტობუსი და სოფელ არლიდან ამომავალი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა. ავარიას მიკროავტობუსში მყოფი 15 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ტრანსპორტს “ზარზმის აკადემიის” ფეხბურთელები გადაჰყავდა. გარდაცვლილიც ფეხბურთელი იყო.
ავარიის ფაქტზე დააკავეს სატვირთოს მძღოლი.
ადვოკატი, ნუგზარ სამარჯიშვილი სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ბავშვების ჩვენებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიკროავტობუსის მძღოლი სწრაფად გადაადგილდებოდა. კიდევ ერთი არასრწულწლოვანის მშობელმა, შვილის მონათხრობზე დაყრდნობით სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ავარიის დროს მძღოლი ტელეფონში იყო და “Tik-Tok”-ს სქროლავდა.
“ავარიის დროს Tik-Tok-ს სქროლავდა და სწრაფად დადიოდა,” – არალთან მომხდარი ავარიის საქმე
მიკროავტობუსის სიჩქარეზე უკვე მეორე მოწმე საუბრობს – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება
პროკურატურა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ორი დასკვნის საფუძველზე აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთომ გამოიწვია და ის, რომ ავარიისას მიკროავტობუსი საპირისპირო ზოლში იმყოფებოდა იმით ხსნიან, რომ “გზაზე დაბრკოლება ჰქონდა.”
ერთ დღეში დაწერილი დასკვნა და დაუდგენელი გარემოებები – არალთან ავარიის საქმე სასამართლოში
ამავე თემაზე:
პროცედურების დარღვევით მოპოვებული ვიდეო? – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება