Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

1,5 მილიონზე მეტი ახალციხის II სკოლის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

May 4, 2026

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დაცლიდან 3 წლის შემდეგ მისი რეაბილიტაცია იგეგმება, – მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისთვის და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი 1 500 000-ზე მეტ ლარზე გამოაცხადა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 900 ბავშვზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და გამაგრება.

რაც შეეხება ვადებს – მდფ-წერს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა წარადგინოს, რის საფუძველზეც კომპანიას საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაციისთვის 1 წელი ექნება. 

ეს არ არის პირველი ტენდერი, რომელიც სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა. 2024 წელს,„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, მათ შორის იყო ახალციხის მეორე საჯარო სკოლაც, რომლისთვისაც 4 მილიონზე მეტი ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა, ტენდერი არ შედგა და მას შემდეგ, დაპირების მიუხედავად სააგენტოს ტენდერი აღარ გამოუცხადებია. 

რატომ არის ფასში სხვაობა? – ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ როგორც სააგენტოს ისე მდფ-სმათთან დაკავშირების შემთვევაში მასალა განახლდება.

რა ხდება? 

ახალციხის მერე საჯარო სკოლა 2023 წელს დაცალეს, რეაბილიტაციის მიზნით. მასწავლებლების თქმით პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სკოლა ამ დრომდე დაცლილია და რეაბილიტაციის კონკრეტული თარიღი უცნობია. 

სკოლის შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით მშობლებმა და მასწავლებლებმა არაერთი აქცია გამართეს. პროცესში ჩაერთო დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიც, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ სკოლას ან რეაბილიტაციას ჩაუტარებდნენ, ან დაანგრევდნენ და ახალს ააშენებდნენ. 

აღნიშნულმა განცხადებამ მშობლებში და მასწავლებლებში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, რასაც შედეგად რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები მოყვა. 

ახალციხის II სკოლას რეაბილიტაცია შესაძლოა წელს ჩაუტარდეს

ახალციხის N2-ე სკოლის რეკონსტრუქციისთვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება იგეგმება – მგფ

რა ხდებოდა წლების განმავლობაში საჯარო სკოლის ირგვლივ? – იხილეთ ჩვენს მეირ მომზადებული მასალები:

რა იქნება გაშიშვლებულ კედლებს მიღმა? – მგფ ახალციხის II სკოლის კიდევ ერთ ექსპერტიზას აპირებს

სამი წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში და კვლავ გაურკვეველი მომავალი

სჯა ახალციხის N2 სკოლის შესახებ

“თუ არ გაბრძანდებით, დავურეკავ პოლიციას,” – ხათუნა ხმალაძე TOK2Regions-ის ჟურნალისტებს

ახალციხეში, II სკოლის გვერდით ტერიტორიის 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა იგეგემება – მთავრობის დადგენილება