წალკაში სკვერის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 436 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის ფართობი 700 კვ.მ-ია, რეაბილიტაცია სწორედ მას უნდა ჩაუტარდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება, სკამები, ნაგვის ურნები, მოეწყობა მოაჯირები, განათების ბოძები და წყლის დასალევი სვეტები. ასევე, იგეგმება ტერიტორიის გამწვანება, ჰორტენზიების და ტუიების დარგვა.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს. ამ ეტაპზე სატენდერო წინადადებების მიღება დასრულებულია.
რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ამ ეტაპზე ერთი მონაწილე ჩანს.
ფოტო: საპროექტო დოკუმენტაციიდან