“სოფელი მაშინ იქნება კარგი, როცა წყალი იქნება,”
წნისში მცხოვრებლების ნაწილი უკვე წლებია სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს და საჭირო წყალი წყაროდან ან მეზობელი სოფლიდან მოაქვს
ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია
რატომ ვერ ხერხდება სოფლის წყალმომარაგება და რას პასუხობს მუნიციპალიტეტი – ნახეთ სიუჟეტში
ასევე, ნახეთ: ფერმერების გაჭირვება – ახალციხე
ტექსტი:
“სოფელი მაშინ იქნება კარგი, როცა წყალი იქნება,” – სერგო ჩახოიანს ჩვენ ახალციხის სოფელ წნისში შევხვდით, გვეუბნება, რომ მიუხედავად არაერთი მოთოვნისა და დაპირებისა, ამ დრომდე სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ადგილობრივების თქმით, უკვე დაახლოებით რვა წელია, მოსახლეობას ეზოებში სასმელი წყალი არ აქვს. საჭირო წყალს ნაწილი სოფელში არსებული წყაროდან ეზიდება, ნაწილს კი მეზობელი სოფლიდან მოაქვს.
ეს სოფელში არსებული ის წყაროა, რომელიც მოსახლეობის ნაწილისთვის სასმელი წყლის ერთადერთ საშუალებად რჩება. მათ შორისაა ფერმერი გიორგი ლომიძე. გვეუბენბა, რომ სასმელი წყლის სათავე გასუკლ წელკს შეაკეთეს თუმცა მალევე დაზიანდა.
წყლის დეფიციტი ადგილობრივებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებში არ უქმნის პრობლემას. მათი თქმით, რთულია ნათესების მორწყვაც, რაც სოფლის მოსახლეობის შემოსავალზეც აისახება.
პრობელმის შესახებ ინფორმაცია აქვს ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს. როგორც იგი ჩვენს ემდიასთან აცხადებს, არ არის “მარტივი პროცესი” სჭირდება “ბევრი ფინანსები” და ფიქრობენ “კარგ გამოსავალზე”, თუმცა კონკრეტულად როდის და რას არ ასახელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, წყლის სისტემის განვოტარებისთვის 2,2 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.
სანამ ახლაციხის მერია, მერისვე თქმით, კარგ გამოსავალს მოძებნის, წნისში მცხოვრებლებს სასმელი წყლის აღება ან ამ წყაროდან, ან კვლაც მეზობელი სოფლიდან მოუწევთ.