რუსეთში საწვავის დეფიციტი აფხაზეთზეც აისახა და ფასების ზრდამ 10 %-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, თუმცა ფასების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთში არსებული კრიზისი აქაც ახდენს გავლენას.
რუსეთის ქალაქებისგან განსხვავებით, ჯერ-ჯერობით აფხაზეთში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება და არც რიგები ფიქსირდება. თუმცა, ფასები განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზეა გაზრდილი, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის საზღვართან მდებარეობს.
უკვე ერთ თვეზე მეტია რუსეთში საწვავის დეფიციტია, ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია, მოქმედებს ბენზინის გაცემის ლიმიტები. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა თუ როგორ უპირისპირდებიან ფიზიკურად მოქალაქეები ერთმანეთს საწვავის მიღების გამო.
რატომ არის საწვავის პრობლემა რუსეთში?
რუსეთში საწვავის პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც უკრაინულმა “დრონებმა” რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა. იერიშების შედეგად ბენზინის წარმოება სეზონური მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 65%-მდე შემცირდა.
მარტიდან 50-ზე მეტი საჰაერო იერიშის შედეგად, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების მესამედი გაჩერდა.