თბილისში, ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა – შსს

July 23, 2026

თბილისში, ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა,- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. უწყების განცხადებით, დაკავებისას მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.

შემთხვევა 22 ივლისს, აკაკი შანიძისა და აკაკი ხორავას ქუჩების კვეთაზე მოხდა.

ფოტო: ფორმულა