ეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ბარეთია. სახლი, რომელსაც კადრებში ხედავთ, ორი მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელია.
ამ სახლში 3 და 14 წლის ბავშვები დედებთან ერთად ცხოვრობენ. შენობაში არ არის საპირპარეშო, დაზიანებულია ფანჯრები, დიასახლისი გვიყვება რომ წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის, ნესტია. გაულესავი კედლების გამო კი მღრღნელები სახლში თავისუფლად გადაადგილდებიან.

ოჯახის შემოსავალი სოციალრი დახმარებაა. რომელიც ჯამში 640 ლარს შეადგენს.
ბარეთში, ჩვენი რედაქცია ოჯახის თხოვნით ჩავიდა.
ხატია ალაგარდაშვილი :,, სახლი დანგრეულია, სახურავიდან წყალი ჩამოდის. ბავშვები მყავს მშიერი. ნესტის სუნია სახლში. ჭიები შემოდის. მინდა დამეხმარნონ სახლი რომ გავაკეთო.
ქრისტინა კარაკეზოვა: კედლებიდან სინესტე შემოდის, ჭიებია. ბავშს რომ დავაძინებ მთელი ღამე იქავებს. სინესტის სუნია. ერთ ოთახში ვცხოვრობთ ოთხნი.
ხატია და ქრისტინა დები არიან, ორივე მარტოხელა დედაა. ქრისტინა ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ხატიას 14 წლის შვილსაც. დები გვიყვებიან, რომ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება და ბავშვები ხშირად მშივრები ჰყავთ. მათი ძირითადი საკვები პროდუქტი , მაკარონი, პური და ჩაია.
ხატია ალაგარდაშვილი ; ორი მაკარონი გვაქვს ნაყდი და მაგით გამყავს იოლად. ხორცი 2-3 თევა რაც არ უჭამიათ.სანამ სოციალურს ავიღებთ მანამდე ბავშებს ჭამა ხომ უნდათ ვალები გვაქვს, ნისია გვაქვს ბევრი 500 ლარი ერთ მაღაზიაში გვაქვს ვალი, 170 მეორე მაღაზიაში, ვეღარ ვყიდულობთ ვერაფერს, აღარ გვაძლევენ.
ამ ტაფაში ვაცხობთ პურს, ვაკეთებთ საჭმელსაც. ჩემი შვილი ხანდახან სვავს ჩაის, ამის ბავშვი 24 საათი ჩაის სვავს მხოლოდ, იოლად გადადის, ბავშვი საჭმელს აღარ ითხოვს. … ზოგჯერ ვფიქრობ რა გავაკეთო მშივრები რომ არიან.მიფიქრია რომ ჩავბარდე ბავშვთა სახლში, იმიტომ რომ მეცოდება ძალიან მშიერი რომ არის.
ქრისტინა : მაკარონი, ჩაი, პური, ამით იკვებება. მონატრებულია ბავშვი ყველაფერს. ამას წინ წალკაში ჩავედი და დახლს ხელი მოკიდა ხილი რომ აეღო. მერე ბიძა იყო ჩამოსული და იმან უყიდა ხილი.
დენის გაზქურა, სადაც პატარებს საჭმელს უმზადებენ დაზიანებულია. წყალი გასულ წელს სოფლის გამგებლის დახმარეით შეიყვანეს. ოჯახს, არ აქვს საპირფარეშო.
ხატია ამოვიდნენ წალკიდან შევეცოდეთ და გაგვიკეთეს წყალი მეზობლიდან ვეზიდებოდით. სოფლის გამგებელი იყო მაშინ ცოცხალი და ის დაგვეხმარა , იმან გააკეთებინა. თორემ არავინ გაგვიკეთებდა.
ტუალეტად ვიყენებთ ამას, რადგან არ გვაქვს ტუალეტი. წყალს ვაცხელებთ და ისე ვაბანავებთ ბავშებს. ეს ტაშტიც გატეხილია.

ქრსიტინა ამბობს რომ ბოსტანში ნათესები უსახსრობის გამო არ აქვთ, ნერგების შესაძენად სახსრები არ ჰქონდათ.
ქრისტინა: ბოსტანი გვაქვს, მაგრამ ვერ ვამუშავებთ, არ გვაქვს თანხა ვერ ვხნავთ ვერ ვთესავთ.
ხატია: არ გვქონდა მოხვნის საშუალება, კი ვიკითხე მაგრამ არავინ არ შემოვიდა და არ მოგვიხნა. კარტოფილი სულ არ გვაქვს. კარტოფილი არის ძველი, იქ ოთახში მიყრია. იმას რომ ვაჭმევდი, ცუდად გახდნენ მუცელი ასტკივდათ და აღარ გავაკეთე.
დები გვიყვებიან, რომ სახლის შეკეთების თხოვნით მერიას მიმართეს,, ასევე ითხოვდნენ შეშასაც, თუმცა ვერ მიიღეს.

ხატია: გამგეობასაც მივმართე ან სახლი გაგკვკეტონ, დაგვიფარონ. მიწაში რომ ვართ. მაგრამ არ გვეხმარებიან. გამგეობას შეშით დახმარებასაც ვთხოვდით, ორჯერ მივედი შარშანაც ვიყავი, წელსაც ვიყავი მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს.
ვიყიდეთ დენის პლიტა რომელსიც ვიხდიდით 180 ლარამდე. ერთხელ ვერ გადავიხადეთ მოვიდა დენის გადასახადი, ვერ ვიხდით და ჩემს დას ვიღაც დაეხმარა და დენის ფული გადაგვიხადა რომ არ ჩაეჭრათ. ბავშები მშივრები არ დაგვრჩესო. გაზიც არ გვაქვს შემოყვანილი, თანხა უნდა მაგასაც.
გარემოებების დაზუსტების მიზნით, ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ოჯახური პირობების გამო შვებულებაშია და მის გარდა ინფორმაციას სხვისგან ვერ მივიღებდით. გვაინტერესებდა, რა ტიპის დახმარება გაეწია ან გაეწია თუ არა საერთოდ ამ ოჯახებს. მარიამ ნატრიაშვილმა გვიპასუხა, რომ “მუნიციპალიტეტს რისი რესურსიც აქვს ყველას ეხმარება ყველაფერში.”
ჩვენს ასევე გვინდოდა დაგვეზუსტებინა მუნიციპალიტეტთან, რატომ ვერ უზრუნველყო სოციალურად დაუცველი იჯახის შეშით მომარაგება ან რა ტიპის დახმარება გაეწიათ დებს.
ჩვენ ინფორმაცია გამოვითხოვეთ წერილობითაც. მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ხატია ალაგერდაშვილს და ქრისტინა კარაგეზოვას 2026 წლის თებერვალში აღებული აქვთ მარტოხელა მშობლის მქონე სტატუსით დახმარება ხუთას ხუთასი ლარი.
რაც შეეხება შეშას, მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ხატია ალაგარდაშვილმა და ქრისტინა კარაკეზოვამ უნდა მიმართონ სატყეოს.
situs gacor
situs toto
toto slot
toto
slot88
link slot
slot gacor
situs toto
situs gacor
toto togel
toto togel
situs toto
situs slot
situs slot
situs slot gacor
slot gacor