9 000 მდე ლარი გადაუხადა, სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალურმა ააიპმა, ინფლუენსერ ვიქტორია მელნიჩუკს, სამცხე-ჯავახეთის შესახებ კონტენტისთვის

August 15, 2026

9 000 მდე ლარი გადაუხადა, სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალურმა ააიპმა, ინფლუენსერ ვიქტორია მელნიჩუკს , რომელიც სამცხე-ჯავახეთის შესახებ კონტენტს ქმნიდა. ააიპ “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასა” და ვიქტორია მელნიჩუკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ინფლუენსერს სამცხე-ჯავახეთის შესახებ 24 ივლისიდან 5 აგვისტომდე უნდა მოემზადებინა რეგიონის შესახებ სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები.

ვიდეოკონტენტის სოციალურ ქსელებში გავრცელებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეების შეფასებით, ერთ-ერთი პროცესი – ე.წ. „წივის“ (საქონლის ნაკელის) მოჭრა, რომელსაც მოსახლეობა ზამთარში გასათბობად იყენებს – ვიდეოში რომანტიზებულადაა წარმოჩენილი, მაშინ როცა რეალურად ის რეგიონში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბუნებრივი აირისა და საშეშე მასალის ხელმისაწვდომობის პრობლემებზე მიუთითებს.

კრიტიკას გამოეხმაურა საკუთრივ ინფლუენსერიც: “გამარჯობა, ანუ მთავრობამ გადამიხადა თანხა პიარში და იმას ვაპიარებ რისი გამოჩენაც შეიძლება მთავრობას არ აწყობდეს? ასე მუშაობს თქვენი ლოგიკა? ყველანაირი შეფარვის გარეშე მოგზაურობის დროს რაც გვხვდებოდა ყველაფერს ვიღებდით მათ შორის ესეც გადავიღეთ რაც ვიდეოშია ნაჩვენები თუ დეზინფორმაციას არ ავრცელებთ ჩემზე, როგორც ვხვდები ბათუმში ხართ, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ ვის რა გადაუხადეს და რაში შემიძლია ყველაფერი გაგიზიაროთ.

რატომ იმტერებთ ხალხს როდესაც ხალხისგან მხარდაჭერას მოელით არ მესმის,” – წერს მელნიჩუკი. ჩენ დავუკავშირდით DMO-ს დირექტორს, დავით მუმლაძეს, რომელმაც ჩვენს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა თუმცა აღნიშნა, რომ მელნიჩუკისთის თანხა არ გადაუხდიათ. მას შემდეგ, რაც შევთავაზეთ სატენდერო დოკუმენტების გადახდა მან კვლავ იგივე გაიმეორა.

ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ მელნიჩუკსაც, მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.