ვაგრძელებთ ახალციხელი ახალგაზრდა შემსრულებლების გაცნობას, რომლებსაც პროექტ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ჩვენს აუდიტორიას ეტაპობრივად წარვუდგენთ.
გარრი მუსაელიანი 12 წლის, “String Wave”-ის წევრი და სოლისტი. გიტარაზე 2 წელია უკრავს და მისი მიზანია, საკუთარი შემოქმედება კიდევ უფრო განავითაროს.
„გიტარა ყოველთვის მომწონდა, სახლშიც სულ კარგი მუსიკა ისმოდა განსაკუთრებით Queen, Sting და Nirvana. გიტარის შესწავლა დამოუკიდებლად გადავწყვიტე, დედამ კი შესანიშნავი მასწავლებელი მიპოვა. ჩვენ უბრალოდ კი არ ვმეცადინეობთ, ერთი დიდი ოჯახი ვართ. სხვადასხვა ქვეყანაში და ფესტივალზე პირველ ადგილებს ვიკავებთ, რაც უდიდესი სტიმულია ჩემი განვითარებისთვის.“
გარრის მთავარი სურვილია, პროფესიონალური ელექტრო-კლასიკური გიტარა ჰქონდეს და მუსიკაში განვითარება გააგრძელოს.
მისი და მისი თანაგუნდელების მოსმენა 14 ნოემბერს, ახალციხეში, „დარანში“ შეგეძლებათ, სადაც ადგილობრივი გიტარის ჯგუფი String Wave დაუკრავს.
„ურბანული ხმები“ სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისა და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საერთო პროექტია, რომელიც 13 და 14 ნოემბერს ახალციხეში გაიმართება.
13 ნოემბერი – Asea Sool ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი
14 ნოემბერი – String Wave ლაივ შესრულება
მოგვყევით, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე სერიის სხვა ახალგაზრდა შემსრულებლებსაც გაგაცნობთ.