ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 3 მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. თანხით ახალციხეში და ვალეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას გეგმავენ, – საკითხზე დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს და დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
პროგრამით დასაფინანსებელი დაგეგმილი პროექტები შემდეგია:
ახალციხე:
- კოსტავას ქუჩის მიმდებარედ სკვერის და მინი სტადიონის რეაბილიტაცია – 300 000-ზე მეტი ლარი;
- 9 აპრილის ქუჩაზე, სკვერის მოწყობა – 340 000-მდე ლარი;
- თამარაშვილის ქუჩაზე რამდენიმე სკვერის და ამ სკვერებში სარწყავი სისტემის მოწყობა – 700 000-მდე ლარი;
- იაძის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია 600 000-ზე მეტი ლარი;
- ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია – 400 000-მდე ლარი.
ვალე:
- მანველიშვილის და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია – 900 000-მდე ლარი.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხეში რეგ პროექტების მონიტორინგს, ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის ნათესავი, ნიკოლოზ მელიქიძე გაუწევს.