წალკა-ნინოწმინდის ცენტრალურ გზაზე მილხიდების მოწყობა მიმდინარეობს-წალკა

October 28, 2026

წალკა-ნინოწმინდის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა, რიგ მონაკვეთებში, შეზღუდულია, მიზეზი სამშენებლო სამუშაოებია.


საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით გზას 25 ადგილას ჭრიან და მილ ხიდებს აწყობენ. დაგეგემილია  გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის განახლება. 

კომპანიაში ამბობენ  რომ მილხიდების  მოწყობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების სრულად დამთავრება კი მომდევნო წელსაა გათვალისწინებული. 

 სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა”  ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი  ამბობს, რომ პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

გზაზე, საგზაო უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ნიშნები დგას. შეზღუდულია სიჩქარეც.  მძღოლები ამბობენ, რომ მოძრაობა სიფრთხილეს საჭიროებს, განსაკუთრებით კი ღამით, წვიმიან და ნისლიან ამინდებში როცა ხილვადობა ნაკლებია.   
,, ღამით რთულია ხილვადობა, განსაკუთრებით რთულია ნისლის დროს გადაადგილება. ამ ადგილზე ზამთარში ქარი თოვლი და ნისლია. აქ გვირაბის მოწყობა ჯობდა“- მძღოლი

,,ახლახანს დაიწყეს მუშაობა, კვირაში სამჯერ მიწევს მოძრაობა, კარგია რომ აწესრიგებენ“- მძღოლი

კომპანია ,,ჯავახავტოგზის “ წარმომადგნელი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ სამუშაოები წესების დაცვით მიმდინარეობს.

ხარისხი არის უმნიშვნელოვანესი.  უხარისხო მასალამ გამოიწვია შეფერხება. გარდა მაგისა საპროექტო ცვლილებებია გასაკეთებელი. გზაზე ყველაგან დგას  საგზაო ნიშნები, როგორც საპროექტო დავალებითაა მოცემული.  

სიჩაქრის შეზღუდვაა, არის კიდევ ლენტები, შემოსაზღვრულია პარაპეტებით. 

გეთანხმებით, ღამით ნისლია და რთულია. მძღოლებმაც  ყურადღებით უნდა იარონ. მილები დავხურეთ. არ გვაქვს ისეთი გზა რომ მთლიანად დავკეტოთ  და იძლებულები ვართ ნახევარი გადავჭრათ ჩავალაგოთ, მერე მეორე ნახევარი. ვაკეთებთ ეტაპობრივად.   გვაქვს  18 თვიანი ვადა და მითითებულ დროში აულებლად დავასრულებთ. 14 კილომეტრიანი გზის მონაკვეთია და გაისად უნდა დამთავრდდეს. ვაკეთებთ ხარისხიანად,  რასაც მეტი დრო ჭირდება. “ ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

ვიდრე სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოუწევთ გადაადგილება.