ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც მოსკოვში გაემგზავრა. დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.
ამავე წყაროს ცნობით, მოსკოვში მღვდელმთავრები, მიტროპოლიტები და პროტოპრესვიტერიგაემგზავრნენ.
როგორც ზემოხსენებული პლატფორმა წერს, დელეგაციის გაგზავნის შესახებ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა.
ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც 19 ნოემბერს რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარი დაზიანდა.



ჩვენი რედაქცია მიტროპოლიტ თეოდორესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ჩვენს ზარებს არ პასუხობენ არც საპატრიარქოში.