გარე განათების მოწყობისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა. უწყება სამუშაოებისთვის 125 900 ლარის გამოყოფას გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ დოკუმენტაცია 16 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
გარე განათება დამონტაჟდება ახალციხეში შემდეგ ლოკაციებზე:
- ტაბიძის, სამსონიძისა და ადიგენის ქუჩები;
- თმარაშვილის, გვარამაძის და 9 აპრილის სკვერები;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის მეორე შახტაში და მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანდაში, წყორძაში, ახალშენსა და ანდრიაწმინდაში.
ამ დრომდე, ტენდერში აღნიშნულ ტერიტორიებზე გარე განათება არ ყოფილა დამონტაჟებული.
კომპანიამ, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება უნდა ჰქონდეს სარეაბილიტაციო, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება და 2016 წლიდან დღემდე მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჯამი უნდა იყოს მინიმუმ 251 800 ლარი.
ავტორი:
მიხეილ დარბაიძე