თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? – ამ შეკითხვაზე NDI-ს კვლევაში ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი ეთნიკური უმცირესობებიით დასახლებულ რეგიონებში გასცეს. აქ თავს დაუსაქმებლად გამოკითხულთა 78% მიიჩნევს. მაჩვენებელი 17 %-ით აღემატება ეროვნულ დონეზე დაფიქსირებულ შედეგს. ხოლო დასაქმებულად, იგივე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, თავს მხოლოდ 16% თვლის. მაშინ, როდესაც ზოგადი ეროვნული მაჩვენებელი 38%-ია. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.