პოლიტიკური აქტივობების დამაბრკოლებლები სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალებისთვის – განხილვა ახალციხეში

September 24, 2019

სახელმწიფო პოლიტიკა, პოლიტიკურ პარტიებში ქალების ნაკლები მანდატები, ტრადიციული და მენტალური შეხედულებები – განხილვაზე მყოფთა აზრით არის ბარიერები, რაც ქალებს სამცხე-ჯავახეთიდან, პოლიტიკაში ჩართვის გზად ხვდებათ.

IRI-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, დაფიქსირებული მოსაზრებების საფუძველზე, სამოქმედო გეგმის დასახვაზეც იმსჯელეს. შეკრებილთა აზრით, აუცილებელია: ქალთა არაფორმალური განათლება, საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობა და პარტიების ლიდერების მხრიდან ქალთა წამომადგენლობის გაზრდის წახალისება.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ახალციხის ოფისში, IRI საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი:

მიხეილ დარბაიძე

Leave a Reply