მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ: მესხეთის ქუჩა N9 და N11, რუსთაველის ქუჩა N22, თაბუკაშვილის ქუჩა N40 და ივანე ახალციხელის ქუჩა N91-ზე არსებულ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებს.
„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს, მიმდინარე წელს სულ 32 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მოხდა.“ – განმარტა TOK TV-სთან საუბრისას მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამოაცხადა. დემონტაჟისა და რეაბილიტაციისთვის მაქსიმუმ 119 777 ლარი არის გათვალისწინეული.
დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადი 08 ოქტომბრამდე უნდა წარადგინოს, სპეციალური სატენდერო მოთხოვნების გათვალისწინებით. ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს სახურავების სრული რეაბილიტაცია.